
ეკოლოგიურად სუფთა ცხოვრება, დღეს, წარმოადგენს არა დროებით ტენდენციას, არამედ მდგრადი ურბანული განვითარების აუცილებელ კომპონენტს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ საცხოვრებლებს, რომლებშიც გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება მინიმუმამდეა დაყვანილი, რაც როგორც დედამიწისთვის, ასევე არანაკლებ სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობის, ზოგადი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და ფინანსური სარგებლის მიღების თვალსაზრისით.
ამ კუთხით, გამორჩეული დეველოპერული კომპანია - Mono Capitals, რომელიც ცნობილია უმაღლესი სტანდარტების გამოყენებითა და მდგრადი განვითარების პრინციპების ერთგულებით, საცხოვრებელ აპარტამენტებს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში და ამავდროულად, ძალიან ცოცხალ და მოთხოვნად უბანში გთავაზობთ: ისანი პარკ რეზიდენსი სამგორის მეტროსადგურიდან მხოლოდ 5 წუთის გზაზეა, ხოლო ისნის მეტროსადგურიდან კი, სულ რაღაც 7 წუთია საჭირო. გარდა ლოკაციის მოქნილობისა, ის უპირატესობები, რომელთა ისანი პარკ რეზიდენსის ჯანსაღ გარემოში ცხოვრებით შეგიძლიათ მიიღოთ, შემდეგია:
მწვანე სივრცეები
ისანი პარკ რეზიდენსი 40 000 კვ.მ. ფართობზე შენდება, საიდანაც 40%, რაც 16 422 კვ.მ.-ია ეთმობა მწვანე ტერიტორიის შენარჩუნებას, სპორტული და საბავშვო მოედნებისა და სასეირნო ბილიკების მოწყობას. მსგავსი ტიპის კეთილმოწყობილი სივრცეები კომპლექსის მაცხოვრებლებს უბიძგებს დრო გარეთ გაატარონ, რაც თავისთავად ხელს უწყობს გონებრივი სიმშვიდესა და ფიზიკურად გააქტიურებას. რაც მთავარია, საცხოვრებელ ტერიტორიაზე ამგვარი გამწვანების შენარჩუნება ოჯახებისათვის, რომელთაც ერთი ან რამდენიმე ბავშვი ჰყავთ, ქმნის უსაფრთხო ადგილს, სადაც ფაქტობრივად საკუთარი სახლის ეზოში, პატარები დროს საუკეთესოდ, ეკრანებისაგან მოშორებით გაატარებენ.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე ასევე განთავსდება პრემიუმ ხარისხის ღია საცურაო აუზი, რომელიც ცურვის დადებით თვისებებთან ერთად, კომპლექსის მაცხოვრებლებისთვის, სასეირნოდ მოწყობილ ბილიკებთან ერთად, საღამოს შეკრებისა და სოციალიზაციის სასიამოვნო და კომფორტულ სივრცესაც წარმოადგენს.
რესურსების მდგრადი გამოყენება
კომპლექსის მშენებლობისას, Mono Capitals იცავს უმაღლეს ევროპულ სტანდარტს, რაც საბოლოოდ, მაცხოვრებლებზე დადებითად აისახება, როგორც პირდაპირი მიღებული სარგებლით, რაც პრემიუმ ხარისხის აპარტამენტებია და ასევე, ირიბადაც, რაც გამოიხატება ყოველთვიური ფინანსური დანახარჯების შემცირებით, მათ შორის, მშენებლობისას მდგრადი სტანდარტების დაცვა განაპირობებს იმასაც, რომ ზამთარში სახლის გასათბობად და ზაფხულში - გასაგრილებლად, ნაკლები რესურსის გამოყენებაა საჭირო, რაც მაცხოვრებლების ფინანსურ დანახარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
ჯანმრთელობა და სიჯანსაღე
კომპლექსის იმგვარად განაწილებით, რომ ფაქტობრივად, იგი მოქცეული იყოს სიმწვანეში, ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად უმჯობესდება ჟანგბადის ხარისხი. სწორედ ის ხეები და მცენარეები, რომლებიც ტერიტორიის 40% იკავებს, წარმოადგენს ისანი პარკ რეზიდენსის ფილტვებს, რაც უზრუნველყოფს ჯანმრთელ ცხოვრებასა და სიმყუდროვის შექმნას ქალაქის დამღლელი ხმაურისა და სწრაფი რიტმისგან.
ბუნებრივი განათების კომფორტი
კომპლექსის გამართულად დაგეგმილი განლაგება, რომელზეც პროფესიონალ არქიტექტორთა და დიზაინერთა ჯგუფმა იმუშავა, ტერიტორიაზე ვენტილაციასა და ბუნებრივი განათების დონეს აუმჯობესებს, რაც თავის მხრივ, ამცირებს ხელოვნურ გაგრილებისა და განათების სისტემებზე დამოკიდებულების საჭიროებას. ამ გზით, მცირდება არა მხოლოდ ენერგიის გამოყენების ხარჯები, არამედ კიდევ უფრო სასიამოვნო საცხოვრებელი პირობები იქმნება მაცხოვრებლებისათვის.
გამართლებული ინვესტიცია
სამყაროში, სადაც მდგრადობა უმთავრეს პრიორიტეტადაა ქცეული, ეკოლოგიურად სუფთა აპარტამენტების ღირებულება, როგორც წესი, დროსთან ერთად უფრო და უფრო უფრო იმატებს, რაც მომავლისთვის, მათ კარგ ინვესტიციად აქცევს. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ კომპლექსი პრემიუმ მწვანე კარკასის პირობებში ჩაბარდება, რაც მაღალ ხარისხთან ერთად, კიდევ უფრო შემცირებულ სარემონტო ხარჯებსაც ნიშნავს.
Comments